ერექციული დისფუქცია

ერექციული დისფუქცია

ერექციული დისფუნქციის შესახებ (იმპოტენცია)

ერექციული დისფუნქცია არის ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა სქესობრივი კავშირისთვის. ერექციული დისფუნქციას სხვაგვარად იმპოტენციას ეძახიან, რომელიც გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა და სხვადასხვა ასაკის მამაკაცებში გვხვდება. 

პერიოდულად ერექციის დაქვეითება იშვიათი არ არის. ბევრი მამაკაცი განიცდის მას სტრესის დროს. ხოლო ხშირი ერექციული დისფუნქცია შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. თუ ერექციული დისფუნქცია მუდმივი პრობლემაა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, გავლენა მოახდინოს თქვენს თავდაჯერებულობაზე და შეგიქმნათ პრობლემები ურთიერთობებში.

 

რა იწვევს ერექციას?

ერექციული დისფუნქცია შეიძლება წარმოიშვას ერექციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არსებული პრობლემების გამო. ერექცია არის პენისში სისხლის გაზრდილი მიმოქცევის შედეგი. სისხლის მიმოქცევა სტიმულირდება სექსუალური ფიქრებით ან პენისთან პირდაპირი კონტაქტით. 

როდესაც მამაკაცი სექსუალურად აღზნებულია, პენისის კუნთები დუნდება, ეს საშუალებას აძლევს სისხლის მიმოქცევის გაზრდას, რის შედეგადაც პენისი იზრდება. ერექცია მთავრდება მაშინ, როდესაც კუნთები იკუმშება და დაგროვილი სისხლი პენისის ვენებში გადის.

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი ბევრი მიზეზები არსებობს და მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ემოციური და ასევე ფიზიკური პირობები. საერთო მიზეზებში შედის:

  • გულსისხლძარღვთა დაავადება
  • დიაბეტი
  • ჰიპერტენზია, ან მაღალი წნევა
  • მაღალი ქოლესტერინი
  • სიმსუქნე
  • დაბალი ტესტოსტერონის დონე ან სხვა ჰორმონის დისბალანსი
  • თირკმლის დაავადება
  • სტრესი, შფოთვა, დეპრესია
  • პირად ურთიერთობაში პრობლემები
  • მედიკამენტები, მაგალითად, მაღალი წნევის ან დეპრესიის სამკურნალოდ
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • ჭარბი ალკოჰოლის მიღება
  • თამბაქოს ნაწარმის გამოყენება

ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ფაქტორებიდან მხოლოდ ერთით ან რამდენიმე მათგანით. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა. 

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა

პრობლემის აღიარება ხშირად მამაკაცებს უჭირთ, მიზეზი პრობლემის დელიკატურობა და მორცხვი ხასიათი შეიძლება იყოს, ამის შედეგად მამაკაცი შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეთოს, არ სურდეს საკითხის განხილვა და არ მიმართოს სპეციალისტს. ამგვარმა ქცევამ შეიძლება გაუარესებულ პრობლემამდე მიიყვანოს პაციენტი. 

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა დამოკიდებული არის გამომწვევ მიზეზებზე. არსებობს სხვადასხვა მედიკამენტები და მცენარეული წარმოშობის პრეპარატები. 

დაათვალიერე მედიკამენტები

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით 032 2 500 085 


კომენტარის დატოვება