დაბრუნების პოლიტიკა
ჩვენს ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან 3 დღის ვადაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული გამონაკლისი შემთხვევებისა.
პროდუქციის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა მენსის მხრიდან;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
გაყიდულ პროდუქციას ჩვენი ონლაინ მაღაზია უკან დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის გახსნილი და თავდაპირველ, ქარხნულ მდგომარეობაშია. სხვა შემთხვევაში ნივთი დაბრუნებას ან შეცვლას არ ექვემდებარება და შესაბამისად, გადახდილი თანხა არ დაბრუნდება. მსგავს შემთხვევაში გარემოების დასადგენად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხარებელთა მომსახურების გუნდს მისამართზე: info@mens.ge
პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: 032 2 50 00 85 ან მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს დასაბრუნებელი პროდუქტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა მენსის ელ-ფოსტის მისამართზე.
პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის დროს, პროდუქტს თან უნდა ახლდეს მისი შეძენის დროს გადაცემული ყველა თანხმლები ნაწილი და დოკუმენტი (მაგალითად, სასაქონლო ზედნადები). დასაბრუნებელ ნივთს, მომხმარებელმა თან უნდა დაურთოს შევსებული დაბრუნების ფორმა, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია მენსის ვებგვერდზე, თქვენი სამომხმარებლო ანგარიშიდან. დაბრუნების ფორმა მოიცავს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, შეკვეთის ნომერს, დასაბრუნებელი ან/და სასურველი პროდუქციის დასახელებას და დაბრუნების მიზეზს.
ყველა ნივთი გაივლის შემოწმებას დაბრუნებისას. თუ ჩვენთან დაბრუნებული პროდუქცია გასაყიდად უვარგის მდგომარეობაშია ან მისი შეფუთვა დაზიანებულია (მაგალითად, სუნამოს ყუთზე შემოკრული პარკი არ არის ხელუხლებელი), მენსი უფლებას იტოვებს არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა ან არ მოახდინოს მისი გადაცვლა.
თუ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტსა და მის შეფუთვაზე შეინიშნება ვიზუალური ცვლილებები, მენსი უფლებას იტოვებს გამოძიებისა და დიაგნოსტიკური სამუშაოების დასრულებამდე შეაჩეროს პროდუქციის დაბრუნების პროცესი, რაც შესაძლოა გაგრძელდეს 10 სამუშაო დღე. გამოძიებისა და დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე, მენსი უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქციის დაბრუნებისა თუ შეცვლის პროცესი.
პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია მენსი, საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორი იურიდიული ან ფიზიკური პირის საშუალებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა.
პროდუქციის ჩვენთან დაბრუნდებამდე, დასაბრუნებელ ნივთზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან პროდუქტის შეფუთვა მოხდეს სათანადოდ, ისე რომ ტრანსპორტირებისას არ მოხდეს მისი დაზიანება.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ან შეცვლისას ტრანსპორტირების ღირებულებას ფარავს კომპანია მენსი, იმ შემთხვევაში, თუ:
- პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს;
- პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
- მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა მენსის მხრიდან;
- პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი.
პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს აუნაზღაურდება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის ღირებულება. აღნიშნული თანხის დაბრუნება მოხდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. თუმცა, კანონმდებლობის საფუძველზე, კომპანია უფლებამოსილია დასაბრუნებელ პროდუქტში გადახდილი თანხა მომხმარებელს აუნაზღაუროს მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ. თანხის დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე მეთოდის საშუალებით რა გზითაც განხორციელდა აღნიშნული პროდუქციის შეძენა, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული. თანხის დაბრუნების პროცედურა წარიმართება მას შემდეგ, რაც მიღებული ნივთი გაივლის შემოწმებას. დაბრუნებული თანხის საბანკო ანგარიშზე ასახვა დამოკიდებულია თქვენს ბანკზე.იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დაბრუნებული თანხა არ მიგიღიათ, გთხოვთ შეასამოწმებლად პირველ რიგში მიმართოთ თქვენს ბანკს.
გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლების ფარგლებში შეძენილ პროდუქციაზე არ მოქმედებს თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.
ასევე, მხედველობაში იქონიეთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა არ ვრცელდება ჩვენს მომსახურებებზე. კერძოდ, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ჩვენი პროდუქცია და არა გაწეული საკურიერო ან სხვა სახის მომსახურების ხარჯები (მათ შორის, ჩვენი სასაჩუქრე შეფუთვის სერვისის).
ცვლილებები
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ჩვენს საქმიანობაში თუ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებული კითხვების ან რეკომენდაციების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@mens.ge