Menu

რა არის ერექციული დისფუნქცია?

რა არის ერექციული დისფუნქცია და რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოში და საქართველოში?

მამაკაცების 30-40% ცხოვრების რაღაც ეტაპზე აწყდება ერექციისა და მისი შენარჩუნების პრობლემას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ადამიანებში ამაღლდეს ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა არის ერექციული დისფუნქცია, საიდან მოდის და როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას.

ერექცია არის პროცესი, რომელიც მოიცავს სასქესო ორგანოს ყველა ძირითად სტრუქტურას – ნერვებს, არტერიებს, ვენებს, ა.შ. ასე რომ, ყველა ფაქტორმა, რაც ამ სტრუქტურას არღვევს, შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია. მაგალითად, არტერიებში სისხლის ნორმალური ნაკადის რღვევა მამაკაცებში იწვევს ერექციის პრობლემებს. 20 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში, ყოველ მეხუთეს შეიძლება აღმოაჩნდეს ერექციის პრობლემები. ასაკის მატებასთან ერთად, ერექციული დისფუნქციის რისკიც იზრდება. დიაბეტი, მაღალი წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე – ეს ყველაფერი იწვევს ან ასოცირდება ერექციულ დისფუნქციასთან.

ცნობილ სამეცნიერო ჟურნალ Sexual Medicine-ში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევით, მსოფლიოში ეს პრობლემა  მამაკაცების მესამედს აწუხებს. ერექციული დისფუნქციის გლობალური გავრცელების 2019 წლის კვლევაში კი დაადგინეს, რომ გლობალურად დაავადების გამოვლინება მოსახლეობაში ასაკთან ერთად იმატებს, 40 წელს მიღწეული მამაკაცების დაახლოებით 30%-ს აწუხებს, 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებში კი ეს რიცხვი 70%-ს აჭარბებს. ადრე ითვლებოდა, რომ 40 წლამდე მამაკაცების მხოლოდ 5%-10% განიცდიდა ერექციულ დისფუნქციას, მაგრამ ახალი კვლევებით ეს მაჩვენებელი 26%-ს აღწევს (წყარო: The Journal of Sexual Medicine, 2013).

სქესობრივი დისფუნქციის მხრივ, მსგავსი სტატისტიკური მაჩვენებლებია საქართველოშიც. ასაკის მატებასთან ერთად, იმატებს სომატური პრობლემებიც, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს მამაკაცებში ერექციის უნარზე. თუ აღნიშნული პრობლემა 40 წლამდე ასაკის მამაკაცების მხოლოდ 25-30%-ს აწუხებს, წლების შემდეგ ეს მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებს.

რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?

ერექცია არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური მოვლენა. მის გარშემო მოვლენების მთელი ფსიქოლოგიური და ქცევითი თანმიმდევრობაა, რომლებიც ყოველთვის ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ერექციული დისფუნქცია შეიძლება დაიწყოს, როგორც ფიზიკური პრობლემა, რომელსაც შეუძლია ფსიქოლოგიური სახე მიიღოს და პირიქით. ასე რომ, მნიშვნელოვანია, მოსალოდნელი რისკ-ფაქტორების საფუძველზე, სწორი შეფასება გაკეთდეს.

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის:

  • სასქესო ორგანოში არსებული სისხლძარღვების შევიწროვება
  • ნერვების დაზიანება, რომლებიც იმპულსებს აგზავნიან სასქესო ორგანოში
  • სტრესი და ემოციური მიზეზები
  • შესაძლოა, მიანიშნებდეს ისეთ სერიოზულ დაავადებებზე, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის დაავადებები, ათერსკლეროზი და სხვა.
ერექციული დისფუნქცია

ხშირად, მამაკაცები ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ, რაც შესაძლოა დეპრესიის მიზეზი გახდეს. ერექციის თანდათანობითი გაუარესება პარტნიორთან ინტიმურ ურთიერთობაშიც იწვევს ცვლილებებს. ამასთან, ერექციული დისფუნქცია შესაძლოა მიანიშნებდეს სხვა უფრო სერიოზული დაავადებების ადრეულ ეტაპებზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ამ პრობლემის მქონე მამაკაცებმა დროულად მიმართონ შესაბამის პროფესიონალებს, რომლებიც შეაფასებენ მათ საჭიროებებს და შესთავაზებენ სათანადო სამკურნალო საშუალებებს.

ერექციის გაუმჯობესება შესაძლებელია და ამისათვის ბევრი გზა არსებობს, მთავარია ღიად საუბარი და ადრეულ ეტაპზევე პროფესიონალის კონსულტაცია.

რა საშუალებები არსებობს ერექციის გასაუმჯობესებლად?

ერექციულ დისფუნქციას ყველაზე ხშირად მკურნალობენ პერორალური მედიკამენტებით. ამჟამად, არსებობს რამდენიმე პრეპარატი, რომლებმაც აღიარებულია ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ. ყველაზე გავრცელებულია სილდენაფილი („ვიაგრას“ აქტიური ნივთიერება), ტადალაფილი („სიალისი“), ვარდენაფილი („ლევიტრა“) და ავანაფილი („სტენდრა“).

ეს ნივთიერებები მიეკუთვნება ფისფოდიესტერაზას (PDE5) ინჰიბიტორების მედიკამენტთა კლასს. ნებისმიერი მათგანი შეგიძლიათ გამოიყენოთ ერექციული დისფნუქციის დროს, თუმცა, მათ მოქმედებას შორის არის მნიშვნელოვანი სხვაობებიც:

სილდენაფილი
ვიაგრა

სილდენაფილი არის ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი ბაზარზე. ის ხელმისაწვდომია 1998 წლიდან როგორც ვიაგრა ან მისი ჯენერიკი მედიკამენტები. მოქმედებას იწყებს დაახლეობით 30-დან 60 წუთამდე და ერექციას დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში აძლიერებს. სილდენაფილის საშუალებით, სექსუალური სტიმულაციის დროს, სასქესო ორგანოში იზრდება სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს და აძლიერებს ერექციას. თუმცა, ის გამოიყენება ერთჯერადად, აქტის წინ და არ კურნავს ერექციულ დისფუნქციას და მოქმედებს სექსუალურ ლტოლვაზე.

სილდენაფილის პოტენციური გვერდითი ეფექტები იგივეა, რაც ერექციული დისფუნქციის სამკურნალო სხვა მრავალ მედიკამენტს- თავის ტკივილი, ცხვირის ობსტრუქცია, გაწითლებული კანი, გულძმარვა და სხვა.

სილდენაფილმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტები, გულის დაავადებების მქონე ადამიანებში ან მათში, ვინც ღებულობს სხვა რეცეპტით გამოწერილ ერექციის მედიკამენტებს.

ტადალაფილი

ტადალაფილი არის უფრო ხანგრძლივი მოქმედების წამალი, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც „სიალისი“ და როგორც ჯენერიკი. ტადალაფილის ტიპიური დოზა იწყებს მოქმედებას დაახლოებით ერთ საათში და ერექციაზე შესაძლოა 36 საათამდე იმოქმედოს.

სექსუალური აღგზნების დროს აზოტის ოქსიდის ადგილობრივი გამოთავისუფლებისას, ტადალაფილით PDE5-ის ინჰიბირება იწვევს cGMP დონის მომატებას სასქესო ასოს მღვიმოვან სხეულში. ამის შედეგად, არტერიების გლუვი კუნთების დუნდება და სასქესო ასოს ქსოვილებში სისხლის ჩაედინება, რაც იწვევს გაძლიერებულ ერექციას. ტადალაფილი არ ავლენს ეფექტს  სექსუალური სტიმულირების არ არსებობის შემთხვევაში.

სილდენაფილის მსგავსად, მისი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ვარდენაფილი

ვარდენაფილი არის ხანმოკლე მოქმედების მედიკამენტი, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც ჯენერიკი ან „ლევიტრა“. მას აქვს სილდენაფილის მსგავსი ეფექტი, მაგრამ, როგორც წესი, ოდნავ მეტხანს გრძელდება.

ავანაფილი

ავანაფილი შედარებით ახალი მედიკამენტია. ის მოქმედებას 15-30 წუთში იწყებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, ვიდრე სხვა დამკვიდრებულმა პრეპარატებმა. ამჟამად ავანაფილი ხელმისაწვდომია მხოლოდ ბრენდის სახელწოდებით

მცენარეული და ნატურალური საშუალებები

მედიკამენტების გარდა, ერექციული დისფუნქციის მკურნალობისთვის შესაძლებელია ბიოდანამატების – მცენარეული/ნატურალური საშუალებების გამოყენებაც:

  • L-Arginin. მნიშვნელოვანი ამინომჟავაა, რომელიც ზრდის სისხლის მიწოდებას ყველა სასიცოცხლო ორგანოში, განსაკუთრებით მამაკაცის სასქესო ორგანოში, რის შედეგადაც უმჯობესდება ერექცია.
  • Tribulus. ზრდის ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამომუშავებას, რაც იწვევს ორგანიზმის მიერ ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულაციას, ლიბიდოს და ორგასტური შეგრძნებების მომატებას. 
  • Epimedium. მცენარეული აფროდიზიაკია. მასში შემავალი ფლავონოიდი, იკარინი, აუმჯობესებს მამაკაცთა სექსუალურ ფუნქციას და ააქტიურებს სპერმატოგენეზს, იკარინი ორი განსხვავებული მექანიზმით იწვევს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების მოდუნებას, არტერიების გაფართოებას და მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის ნაკადის გაზრდას. იკარინი ახდენს ტესტოსტერონის ეფექტების იმიტაციას.
  • Euricoma Longifolia, იგივე  Tongkat Ali.  მცენარეული აფროდიზიაკია და საუკეთესო მატონიზირებელი საშუალება. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს. აქვეითებს მღვიმოვანი სხეულის გლუვი კუნთების ტონუსს, რის  შედეგადაც ხდება მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლის მომარაგების გაუმჯობესება. Tongkat Ali ახანგრძლივებს ეაკულაციის პროცესს.
  • Maca. ტრადიციული აფროდიზიაკია. ჰორმონალური ფონის შეუცვლელად აუმჯობესებს ლიბიდოს და სექსუალურ ფუქციას. ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას და მოძრაობის უნარს, თრგუნავს პროსტატის ჰიპერტროფიას. ეფექტურია სეროტონინ-სპეციფიური უკუმიტაცების ინჰიბიტორებით (ტიპიური ანტიდეპრესანტები) გამოწვეული ერექციული დისფუნქციის აღმოსაფრხვრელად.
  • Gingko biloba. ერექციული დისფუნქციის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. შეიცავს 40-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, ამინომჟავებს. მამაკაცებში 75%-ით აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას.
  • Zinc (gluconate). თუთია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ. დიდი რაოდენობით კონცენტრირდება წინამდებარე ჯირკვალში. ამაღლებს ტესტოსტერონის დონეს, აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციალს და ლიბიდოს.
  • Selen. ანტიოქსიდანტი, რომელიც მონაწილეობს სათესლე ჯირკვლის განვითარებაში, სპერმატოგენეზში, ერექციის და განაყოფიერების პროცესში, ზრდის სპერმატოზოიდების რაოდენობას.

თუ ერექციული დისფუნქცია დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, არსებობს მკურნალობის რამდენიმე ეფექტური ვარიანტი, მათ შორის:

  • სექსუალური თერაპია. ეს არის კონსულტაციის სპეციალიზებული ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანებს სექსუალური სირთულეების დაძლევაში. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ სქესობრივი თერაპია შეიძლება დაეხმაროს ფსიქოლოგიური ერექციული დისფუნქციის მკურნალობასაც.
  • კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT). ამ ტიპის თერაპია მოიცავს ტექნიკებს აზროვნების და ქცევის შესაცვლელად. ის ზოგჯერ შერწყმულია ტექნიკებთან, რომლებიც გამოიყენება სექსთერაპიაში ისეთი საკითხების სამკურნალოდ, როგორიცაა ერექციული დისფუნქცია.

Mens.ge – სივრცე მამაკაცებისთვის

1990-იან წლებში, როცა FDA-მ სილდენაფილი დაამტკიცა, ძალიან იშვიათი იყო სექსუალური ფუნქციისა და მამაკაცების სტრესის შესახებ დისკუსია. მსოფლიოში გავრცელებული სტიგმების გამო, ხშირად, მამაკაცები უარს ამბობენ სქესობრივი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საუბარზე და პროფესიონალ ექიმებსაც კი არ უმხელენ საკუთარ მდგომარეობას. მამაკაცებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ერექციული დისფუნქცია ხშირი მოვლენაა და მისი გამოვლენისას, უროლოგთან ან სექსოლოგთან კონსულტაცია უმჯობესია ადრეულ ეტაპზევე, რაც მიზეზის სწრაფად დადგენასა და მკურნალობის გზების მოძიებაში დაგეხმარებათ. Mens.ge-ის მიზანია მამაკაცების ჯანმრთელობა გახადოს უფრო აქტუალური, სამკურნალო საშუალებები კი უფრო ხელმისაწვდომი.

Mens.ge დაგეხმარებით მიიღოთ მეტი ცოდნა და კვალიფიციური, სანდო ინფორმაცია თქვენს ჯანმრთელობასა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

Mens.ge აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს სქესობრივი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის ინოვაციური საშუალებები.  თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით თქვენთვის საჭირო სიახლეებს.

სქესობრივი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებებზე კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს Mens.ge Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე – 032 2 50 00 85.