Menu

წესები და პირობები

წინამდებარე “წესები და პირობები” წარმოადგენს თქვენსა და შპს “უნიკორნ ევროპას” (ს/კ: 406300612), შემდგომში მოხსენიებული, როგორც “მენსი”, შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ www.mens.ge ვებგვერდის გამოყენებას.

გთხოვთ, ჩვენი მომსახურებით სარგებლობამდე, ყურადღებით გაეცნოთ შეთანხმების პირობებს.

ზოგადი პირობები

მომსახურების ამ პირობებზე თანხმობით, თქვენ აცხადებთ, რომ:

  • ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი ან 16 წელს მიღწეული პირი და შესაბამისი პირისგან გაქვთ ნებართვა დადოთ ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განახორციელოთ შესაბამისი გადახდები;
  • თქვენს მიერ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში გაკეთებულ ყველა შეკვეთაზე მოგვაწვდით მოქმედ, სრულყოფილ და ზუსტ ინფორმაციას; 
  • არ გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებას რაიმე არაკანონიერი ან არა ავტორიზებული მიზნებისთვის;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვის პირად მონაცემებს; 
  • ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე არ მოახდენთ მომსახურების ან მისი რომელიმე ნაწილის რეპროდუცირებას, დუბლირებას, კოპირებას, გაყიდვას ან გამოყენებას. იგივე  წესი ვრცელდება ჩვენს მომსახურებასთან წვდომაზე და იმ ვებგვერდთან შეხებაზე, რომლის მეშვეობითაც მოგეწოდებათ ჩვენი მომსახურება; 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ მოწოდებული რაიმე სახის ინფორმაცია იქნება არასწორი, არაზუსტი, არასრული ან განუახლებელი, ჩვენ უფლება გვაქვს დროებით ან სრულიად გავაუქმოთ ჩვენს პლატფორმაზე არსებული თქვენი პირადი ანგარიში და უარი გითხრათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობაზე, იქნება ის მიმდინარე თუ სამომავლო.  

რეგისტრაცია

ჩვენთან პროდუქციის შეძენა შესაძლებელია დისტანციურად ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ან სატელეფონო რეჟიმში ოპერატორის დახმარებით. შეკვეთის გახორციელება შესაძლებელია პირადი ანგარიშის შექმნით ან მის გარეშე. გარკვეული მომსახურებებით სარგებლობისთვის, პროდუქციის შეძენისას შესაძლოა მოგიხდეთ თქვენს შესახებ ისეთი სახის ინფორმაციის მითითება, როგორიცაა საიდენტიფიკაციო ან საკონტაქტო დეტალები. პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენი სამომხმარებლო ანგარიშის პაროლის კონფიდენციალურობაზე. პასუხს აგებთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც განხორციელებული იქნება თქვენი პირადი ანგარიშის გამოყენებით.  

შეკვეთის მიღება

ჩვენს ვებგვერდზე ყიდვის პროცესის დასრულებით თქვენ ეთანხმებით, რომ გადაიხდით შეძენილი პროდუქციის ღირებულებას. 

არასწორად ან არაზუსტად მითითებული მიწოდების მისამართის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს შეკვეთის გაუქმება. შეკვეთის გასაფორმებლად და დასამუშავებლად, თქვენი მხრიდან შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი ინფორმაციის მოწოდება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი განვაცხადოთ შეკვეთის მიღებაზე ან გავაუქმოთ შეკვეთა ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის: გაყიდვაში არსებული პროდუქციის ლიმიტირებული ოდენობისას, პროდუქტთან ან მის ფასთან მიმართებაში არსებული უზუსტობისა თუ შეცდომის, ან სამომხმარებლო ანგარიშის ბოროტად გამოყენების და თაღლითობის მცდელობის თავიდან აცილების დროს გამოვლენილი პრობლემის გამო. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი შეკვეთის გაუქმება მოხდა ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ, გადახდილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ იმავე საბანკო ანგარიშზე (ბარათზე), საიდანაც განხორციელდა გადახდა.

პროდუქცია და მომსახურება

ვცდილობთ, რომ შეძლებისდაგვარად ზუსტად გამოვსახოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ფერები, მახასიათებლები, სპეფიციკაციები და დეტალები. თუმცა, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ რომელიმე პროდუქტის აღწერილობაში, ფერსა თუ სხვა დეტალში არ შეგხვდებათ რაიმე უზუსტობა. იმ, შემთხვევაში თუ თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია არ შეესაბამება აღწერილს, მისი დაბრუნება შესაძლებელია გაუხსნელ მდგომარეობაში. გარდა ამისა,  შესაძლოა თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულება არ ასახავდეს პროდუქტის რეალურ ფერს. ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი კომპიუტერი ზუსტად გიჩვენებთ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების დეტალებს.  

ჩენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ჩვენი პროდუქციის მიყიდვა ან მომსახურების გაწევა ნებისმიერი პირისთვის, გეორგაფიუილი რეგიონის ან იურისდიქციის მიხედვით. ამ უფლების გამოყენება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევზღუდოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების რაოდენობა. პროდუქციის აღწერილობის ან ფასების ცვლილება შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. პროდუქცია შესაძლოა ყოველთის არ იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს ამოვიღოთ პროდუქცია გაყიდვებიდან. 

გადახდის მეთოდები

მენსის ინტერნეტ მაღაზიაში მოქმედებს ონლაინ გადახდის შემდგომი მეთოდები: გადახდა Visa და Mastercard ბარათებით.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე ნაღდი ანგარიშსწორების მეთოდით – შეუკვეთეთ პროდუქცია ონლაინ და შესაბამისი ღირებულება გადაიხადეთ მისი მიღებისას კურიერის მეშვეობით. 

შეკვეთის მიწოდება

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი ეკისრება მომხმარებელს, თუ ჩვენი მხრიდან ვებგვერდზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

შეკვეთის მიტანა მოხდება შემდეგი განრიგით:

  • სწრაფი მიწოდება თბილისში – 13:30 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს 19:00 საათამდე.
  • სტანდარტული მიწოდება  თბილისში – 18:00 საათამდე მიღებული შეკვეთაის მიწოდება მოხდება მომდევნო დღეს 19:00 საათამდე.
  • სტანდარტული მიწოდება რეგიონებში – 2 სამუშაო დღე (თბილისის გარეთ მიწოდება არ ხორციელდება ყველა მისამართზე, გთხოვთ იხილოთ ჩვენი დაფარვის არეალი). 

მიწოდების ტარიფებსა და დაფარვის გეორგაფიულ არეალზე დეტალური ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ იხილოთ მიწოდების პირობები.

პროდუქციის დაბრუნების, გადაცვლისა და ანაზღაურების წესები

ჩვენს ვებგვერდზე შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია შეკვეთის მიღებიდან 3 დღის ვადაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული გამონაკლისი შემთხვევებისა. 

პროდუქციის დაბრუნება/შეცვლა შესაძლებელია, თუ:

  • პროდუქტი  არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს; 
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა მენსის მხრიდან;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

გაყიდულ პროდუქციას ჩვენი ონლაინ მაღაზია უკან დაიბრუნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის გახსნილი და თავდაპირველ, ქარხნულ მდგომარეობაშია . სხვა შემთხვევაში ნივთი დაბრუნებას ან შეცვლას არ ექვემდებარება და შესაბამისად, გადახდილი თანხა არ დაბრუნდება. მსგავს შემთხვევაში გარემოების დასადგენად გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხარებელთა მომსახურების გუნდს მისამართზე: Info@mens.ge

პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს ნომერზე: 032 2 50 00 85  ან მოგვწეროთ ზემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს დასაბრუნებელი პროდუქტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა მენსის ელ-ფოსტის მისამართზე.

პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის დროს, პროდუქტს თან უნდა ახლდეს მისი შეძენის დროს გადაცემული ყველა თანხმლები ნაწილი და დოკუმენტი (მაგალითად, სასაქონლო ზედნადები). დასაბრუნებელ ნივთს, მომხმარებელმა თან უნდა დაურთოს შევსებული დაბრუნების ფორმა, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია მენსის ვებგვერდზე, თქვენი სამომხმარებლო ანგარიშიდან. დაბრუნების ფორმა მოიცავს  ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, შეკვეთის ნომერს, დასაბრუნებელი ან/და სასურველი პროდუქციის დასახელებას და დაბრუნების მიზეზს. 

ყველა ნივთი გაივლის შემოწმებას დაბრუნებისას. თუ  ჩვენთან დაბრუნებული პროდუქცია გასაყიდად უვარგის მდგომარეობაშია ან მისი შეფუთვა დაზიანებულია. მენსი უფლებას იტოვებს არ დააბრუნოს პროდუქტში გადახდილი თანხა ან არ მოახდინოს მისი გადაცვლა.

თუ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ პროდუქტსა და მის შეფუთვაზე შეინიშნება ვიზუალური ცვლილებები, მენსი უფლებას იტოვებს გამოძიებისა და დიაგნოსტიკური სამუშაოების დასრულებამდე შეაჩეროს პროდუქციის დაბრუნების პროცესი, რაც შესაძლოა გაგრძელდეს 10 სამუშაო დღე. გამოძიებისა და დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე, მენსი უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქციის დაბრუნებისა თუ შეცვლის პროცესი.

პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია მენსი, საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორი იურიდიული ან ფიზიკური პირის საშუალებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა. 

პროდუქციის ჩვენთან დაბრუნდებამდე, დასაბრუნებელ ნივთზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი მხრიდან პროდუქტის შეფუთვა მოხდეს სათანადოდ, ისე რომ ტრანსპორტირებისას არ მოხდეს მისი დაზიანება.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის დაბრუნებისას ან შეცვლისას ტრანსპორტირების ღირებულებას ფარავს კომპანია მენსი, იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი  არ შეესაბამება შეკვეთას/ან ვებგვერდზე განთავსებულ მახასიათებლებს; 
  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
  • მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა მენსის მხრიდან;
  • პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

ყველა სხვა შემთხვევაში, ტრანსპორტირების მომსახურების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი. 

პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელს აუნაზღაურდება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის ღირებულება. აღნიშნული თანხის დაბრუნება მოხდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში. თუმცა, კანონმდებლობის საფუძველზე, კომპანია უფლებამოსილია დასაბრუნებელ პროდუქტში გადახდილი თანხა მომხმარებელს აუნაზღაუროს მხოლოდ პროდუქციის მიღების შემდეგ. თანხის დაბრუნება მოხდება გადახდის იმავე მეთოდის საშუალებით რა გზითაც განხორციელდა აღნიშნული  პროდუქციის შეძენა, თუ მხარეთა შორის სხვა რამ არ არის შეთანხმებული. თანხის დაბრუნების პროცედურა წარიმართება მას შემდეგ, რაც მიღებული ნივთი გაივლის შემოწმებას. დაბრუნებული თანხის საბანკო ანგარიშზე ასახვა დამოკიდებულია თქვენს ბანკზე.იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ დაბრუნებული თანხა არ მიგიღიათ, გთხოვთ შეასამოწმებლად პირველ რიგში მიმართოთ თქვენს ბანკს.

გაითვალისწინეთ, რომ ფასდაკლების ფარგლებში შეძენილ პროდუქციაზე არ მოქმედებს თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

ასევე, მხედველობაში იქონიეთ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა არ ვრცელდება ჩვენს მომსახურებებზე. კერძოდ, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ჩვენი პროდუქცია და არა გაწეული საკურიერო ან სხვა სახის მომსახურების ხარჯები (მათ შორის, ჩვენი სასაჩუქრე შეფუთვის სერვისის).

პერსონალური ინფორმაცია

ჩვენს ვებგვერდ www.mens.ge -ზე შემოსვლითა და ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განთავსებით, თანხმობას გვიცხადებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ, გამოიყენება მომსახურების მისაწოდებლად და მის გასაუმჯობესებლად. თქვენს შესახებ მიღებულ ინფორმაციას არ გამოვიყენებთ და არ გადავცემთ სხვა მხარეს გარდა ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ?

როდესაც თქვენ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრირდებით, ათავსებთ შეკვეთას, იწერთ სიახლეებს ან ავსებთ რაიმე სახის ფორმას, ჩვენ თქვენგან ვაგროვებთ გარკვეული სახის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგი სახის მონაცემებით: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, შესყიდვის ინფორმაცია, გამოსახულება, საფოსტო ინდექსი და ფინანსური ინფორმაცია (რაც გულისხმობს თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის დეტალებს). ამგვარი სახის ინფორმაციას მოვიხსენიებთ, როგორც “პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას” – მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. 

როდესაც თქვენ ჩვენს ვებგვერდს ეწვევით, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას თქვენი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას თქვენი ვებ ბრაუზერის, თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის  – “IP” მისამართის, დროის სარტყელისა და თქვენს მოწყობილობაზე არსებული “cookies” შესახებ. ამასთანავე, თქვენს მიერ ჩვენი საიტის დათვალიერებებისას, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ნანახი კონკრეტული გვერდისა თუ პროდუქციის შესახებ,  ასევე იმაზე, თუ რომელმა ვებგვერდმა ან საძიებო სიტყვამ გადმოგამისამართათ ჩვენს საიტზე და როგორ ურთიერთქმედებთ ჩვენს საიტზე. ამგვარ ავტომატურ რეჟიმში შეგროვებულ ინფორმაციას მოვიხსენიებთ, როგორც “ინფორმაციას მოწყობილობის შესახებ.”  

მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ შემდეგი ტექონოლგიების გამოყენებით:

  • “Log Data” –  როგორც კი ჩვენს ვებგვერდზე შემოხვალთ, თქვენი ბრაუზერი გვავწვდის ინფორმაციას, რომელსაც  “ჟურნალის მონაცემები” ეწოდება. მათ შორის თქვენს “IP” მისამართს, ბრაუზერის ვერსიას, საიტის იმ კონკრეტულ გვერდებს, რომლებსაც ესტუმრეთ, თქვენი ვიზიტის დროსა და თარიღს, აღნიშნულ გვერდებზე ყოფნის დროს, და სხვა სახის სტატისტიკას.
  • “cookies” – მცირე რაოდენობის მონაცემების (რომელიც თქვენს ბრაუზერს მიეწოდება იმ ვებგვერდიდან, რომელსაც სტუმრობთ) შემცველი ფაილების ერთობლიობა, რომელიც თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ინახება და ხშირად გამოიყენენა, როგორც ანონიმური უნიკალური მაიდენტიფიცირებელი საშუალება. აღნიშნულ ტექნოლოგიას ჩვენს ვებგვერდზე ვიყენებთ ინფორმაციის შესაგროვებლად და მომსახურების გასაუმჯობესებლად.  

თქვენ გაქვთ საშუალება დათანხმდეთ ან უარი თქვათ  “cookies” ფუნქციის გამოყენებაზე და შეიტყოთ თუ როდის ხდება შესაბამისი მონაცემების გაგზავნა თქვენს კომპიუტეთან. თუ თქვენ უარს იტყვით მასთან დაკავშირებული მონაცემების მიღებაზე, შესაძლოა შეგეზღუდოთ გარკვეული სახის მომსახურება.

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას:

  • ვებგვერდის საშუალებით განთავსებული შეკვეთის დასამუშავებლად (მათ შორის; გადახდის პროცედურისთვის, პროდუქციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სასაქონლო ზედნადებისა თუ შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინების გადმოსაგზავნად);
  • პერიოდული იმეილების დასაგზავნად – შეკვეთის დასამუშავებლად და სიახლეების გამოწერის მიზნით. თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართი შესაძლოა გამოყენებული იქნას შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის, კომპანიაში არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ, ჩვენს პროდუქციასა და სერვისთან დაკავშირებული თუ სხვა ინფორმაციის მოსაწოდებლად. თუკი გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ ჩვენგან ელ-ფოსტის მიღება, ჩვენი ნებისმიერი შეტყობინების ბოლოს შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინსტრუქცია , თუ როგორ შეგიძლიათ გააუქმოთ სიახლეების გამოწერა;  
  • ინდივიდზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად  – თქვენს შესახებ მიღებული ინფორმაცია გვეხმარება უკეთ ვუპასუხოთ ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  • ვებგვერდის გასაუმჯობესებლად – თქვენი მხრიდან მიღებული უკუკავშირისა და ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ვებგვერდზე წარმოდგენილი შეთავაზებების გაუმჯობესებას (მაგალითად, ვიღებთ ანალიტიკურ მონაცემებს იმაზე, თუ როგორ ათვალიერებს მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდს და როგორ ურთიერთქმედებს იგი ამ უკანასკნელთან, და ვახდენთ მარკეტინგული კამპანიების წარმატების შეფასებას);
  • მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად – თქვენზე არსებული ინფორმაცია გვეხმარება რათა უფრო ეფექტურად ვუპასუხოთ მომხმარებელთა სურვილებს და ვიზნრუნოთ მათ საჭიროებებზე;
  • კონკურსების, სპეციალური აქციების, გამოკითხვებისა თუ სხვა შესაძლო აქტივობების ჩასატარებლად;
  • შესაძლო საფრთხისა და თაღლითური ქმედებების გამოსავლენად (უფრო კონკრეტულად, მაგალითად, თქვენი “IP” მისამართის საშუალებით);

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს 

ჩვენ არ ვყიდით, ვცვლით და/ან სხვა რაიმე ფორმატით არ ვასხვისებთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. ეს არ მოიცავს იმ სანდო მესამე პირს, რომელიც ვებგვერდის ოპერირებაში, ბიზნეს საქმიანობაში ან თქვენთვის მომსახურების მოწოდებაში გვეხმარება ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ფარგლებში. თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის გამომჟღავნება შესაძლოა მოგვიხდეს, თუკი ეს ქმედება კანონით მიზანშეწონილია და ემსახურება ჩვენი ვებგვერდის პოლიტიკის სრულყოფას, ან იცავს  ჩვენსა თუ სხვის უფლებებს, საკუთრებასა და უსაფრთხოებას. თუმცა, არაპირადული საიდენტიფიკაციო სახის ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლის შესახებ შესაძლოა მიეწოდოს სხვა მხარეს მარკეტინგული, სარეკლამო თუ სხვა მიზნებისთვის.  

როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად, ჩვენ უსაფრთხოების მრავალ ზომას ვატარებთ, როდესაც თქვენ შეკვეთას აკეთებთ, შეგყავთ ან შეხება გავქთ პერსონალურ ინფორმაციასთან. გთავაზობთ უსაფრთხო სერვერის გამოყენებას. ყველა მიღებული სენსიტიური სახის ინფორმაცია გადაიცემა სტანდარტული უსაფრთხოების (SSL) ტექნოლოგიით და შემდგომ ხდება გადახდის პროვაიდერის მონაცემთა ბაზაში მისი დაშიფვრა, რათა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ მსგავს სისტემებზე უფლებამოსილი პირებისთის ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესაბამისი დაცვით. 

ჩვენ  ვაფასებთ თქვენს ნდობას, რომ გვავწვდით პერსონალურ ინფორმაციას, ამიტომაც, ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ მის დასაცავად. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ინტერნეტით ინფორმაციის გაცვლისას არ არსებობს ელექტრონული წარმოების მეთოდი, რომელიც 100% უსაფრთხო და სანდოა. ამიტომ ჩვენ ვერ გაძლევთ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიას. 

როგორ გიცავთ კანონი?

თქვენს პირად მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენს მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი. 

კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, განუახლებელია ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყონებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს კანონმდებლობის, მომხარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება მენსს წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

მენსს აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მენსის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ.  

ცვლილებები

წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა პერიოდულად განვაახლოთ ჩვენს საქმიანობაში თუ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად. განახლებული “წესები და პირობების” საბოლოო ვერსიის ნახვა შესაძლებელი იქნება ამ ვებგვერდზე. თქვენი  ვალდებულებაა ყოველი ახალი შეკვეთის განთავსებამდე პერიოდულად გადახედოთ მას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილებების შეტანის შემდგომ, ჩვენი მომსახურებით სარგებლობით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ცვლილებებს.  

ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებული კითხვების ან რეკომენდაციების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენი ელ-ფოსტის მისამართზე: info@mens.ge