Menu
მთავარი
პროდუქცია
კაბინეტი
Sidebar

მამაკაცების ჯანმრთელობა – რატომ არ ვსაუბრობთ ღიად პრობლემებზე?

დეკემბერი 13, 2021
კომენტარები არ არის
მამაკაცების ჯანმრთელობა . ერექცია . ვიაგრა . თმის ცვენა , მინოქსიდილი

მამაკაცების ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები

მამაკაცების ჯანმრთელობა, სექსუალური დისფუნქცია და თმის ცვენა – ეს ის მნიშვნელოვანი საკითხები და რიგ შემთხვევაში პრობლემებია, რომლებზეც მამაკაცები ღიად იშვიათად თუ საუბრობენ. მსგავსი უხერხულობა დიდი ბარიერია სხადასხვა სამკურნალო პროცესის დასაწყებად თუ პროდუქტის შეძენისას, განსაკუთრებით საქართველოში. ამასთან, ხშირად მამაკაცებმა არ იციან მათი პრობლემების გამომწვევი მიზეზები და არ აქვთ საკმარისი და ზუსტი ინფორმაცია მკურნალობის მეთოდების თუ  ბაზარზე არსებული პროდუქტების შესახებ,ასევე როგორია მათი გამოყენების წესი, რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს კონკრეტულ პროდუქტს და რა შემთხვევაშია მათი გამოყენება მიზანშეწონილი, რა განსხვავებაა სხვადასხვა პრეპარატებს შორის და ა.შ. ხშირად მიიჩნევა, რომ მსგავსი პრობლემები მხოლოდ ასაკოვან მამაკაცებს აწუხებთ, თუმცა, რეალურად, ისინი ახალგაზრდებზეც  მოქმედებს.

Mens.ge შეიქმნა იმისთვის, რომ მოგვეძებნა გადაწყვეტები იმ საერთო და გავრცელებული პრობლემებისთვის, რომლებსაც მამაკაცები აწყდებიან, და მათ გარშემო არსებული სტიგმებისთვის. ჩვენი მიზანი მამაკაცების სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესებასა და თავის მოვლაში ხელშეწყობაა, რასაც მაღალი ხარისხის, ექსკლუზიური პროდუქციის შეთავაზებით, სანდო კონსულტაციის გაწევითა და კომფორტული მიწოდების სერვისით ვგეგმავთ.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ მსოფლიოში და საქართველოში

ერექციული დისფუნქცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სქესობრივი დისფუნქციაა მამაკაცებში. ერექციული დისფუნქცია სქესობრივი აქტის დროს ერექციისა და მისი შენარჩუნების უნარის ნაკლებობაა. დროგამოშვებით ერექციის სირთულე ნორმალურია, თუმცა, მისი მუდმივობა შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების არსებობაზე.

ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის:

  • სასქესო ორგანოში არსებული სისხლძარღვების შევიწროვება
  • ნერვების დაზიანება, რომლებიც იმპულსებს აგზავნიან სასქესო ორგანოში
  • სტრესი და ემოციური მიზეზები
  • შესაძლოა, მიანიშნებდეს ისეთ სერიოზულ დაავადებებზე, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, გულის დაავადებები, ათერსკლეროზი და სხვა

ცნობილ მეცნიერულ ჟურნალ Sexual Medicine-ში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევით, ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის მამაკაცების მესამედს აწუხებს. ერექციული დისფუნქციის გლობალური გავრცელების 2019 წლის კვლევაში კი დაადგინეს, რომ გლობალურად დაავადების გამოვლინება მოსახლეობაში ასაკთან ერთად იმატებს, 40 წელს მიღწეული მამაკაცების დაახლოებით 30%-ს აწუხებს, 70 წელს გადაცილებულ მამაკაცებში კი ეს რიცხვი 70%-ს აჭარბებს. ადრე ითვლებოდა, რომ 40 წლამდე მამაკაცების მხოლოდ 5%-10% განიცდიდა ერექციულ დისფუნქციას, მაგრამ ახალი კვლევებით ეს მაჩვენებელი 26%-ს აღწევს (წყარო: The Journal of Sexual Medicine, 2013).

სქესობრივი დისფუნქციის მხრივ, მსგავსი სტატისტიკური მაჩვენებლებია საქართველოშიც. ასაკის მატებასთან ერთად, იმატებს სომატური პრობლემებიც , რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს მამაკაცებში ერექციის უნარზე. თუ აღნიშნული პრობლემა 40 წლამდე ასაკის მამაკაცების მხოლოდ 25-30%-ს აწუხებს, წლების შემდეგ ეს მაჩვენებელი 50%-ს აჭარბებს.

თმის ცვენა

რაც შეეხება თმის ცვენას, იგი შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის: გენეტიკური წინასწარგანწყობით, სტრესით, ჰორმონალური დისბალანსით, ასაკით, საკვების მონელების დარღვევებით, საკმურნალო პრეპარატების მოხმარების გვერდით ეფექტებით, თმის არასწორი მოვლით, რადიაციით და სხვა ფაქტორებით.

მამაკაცებში თმის ცვენის ყველაზე გავრცელებულ დაავადებას ანდროგენული ალოპეციაა, იგივე გენეტიკური სახეობის თმის ცვენა წარმოადგენს, რომელსაც ასაკის მატებასთან ერთად გარკვეულ დონეზე, მამაკაცების დაახლოებით 70% განიცდის. მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა, თუმცა, ხშირად ყველაზე ხელშემწყობი ფაქტორი დიჰიდროტესტოსტერონის (DHT) მოჭარბებული რაოდენობაა.

DHT-ს მოჭარბებული რაოდენობა ახშობს თმის ფოლეკულებს, რის შედეგადაც ხდება თმის ღერის რეცესია და თმა ვეღარ იზრდება. ბაზარზე უამრავი შამპუნი თუ პრეპარატი არსებობს, რომელიც თმის ცვენის პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყენება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ზუსტი დიაგნოზის არცოდნა და სამკუნრალო მეთოდებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს იმას, რომ მომხმარებლები ვერ იღებენ სწორ სამკურნალო საშუალებას და შესაბამის შედეგს. მაგალითად, უშედეგო იქნება ნებისმიერი პრეპარატისა თუ შამპუნის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც თმის ფოლიკული უკვე მკვდარია, რადგან ამ შემთხვევაში გადანერგვის გარდა თმის დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს. მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული პრეპარატებიც, რომელიც იშვიათად იყიდება საქართველოში, ახშირებენ, აძლიერებენ და აუმჯობესებენ მხოლოდ იმ თმას, რომლის ფოლიკულიც ჯერ მკვდარი არ არის. ამიტომ, სამკურნალო პროდუქტის არჩევამდე აუცილებელია პროფესიონალური კონსულტაციის გავლა და თმის ცვენისა თუ შეთხელების მიზეზის დაგენა.

როგორ აისახება აღნიშნული პრობლემები მამაკაცის ცხოვრების ხარისხზე

მამაკაცისთვის სავსებით ნორმალურია ხანდახან სქესობრივი დისფუნქციის განცდა, თუმცა როდესაც იგი მუდმივად ხდება,  ეს გავლენაახდენს მის თავდაჯერებულობასა და ურთიერთობებზე.

თმის ცვენამაც, რომელიც სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს მამაკაცის თავდაჯერებულობაზე და გამოიწვიოს პრობლემები პირად, პროფესიულ თუ სოციალურ ცხოვრებაში.

„მამაკაცის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კომპანიისმიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 20-დან 40 წლამდე ასაკის მამაკაცების მხოლოდ 10%-ზე ნაკლები თუ გრძნობს თავს კომფორტულად ექიმთან ერექციული დისფუნქციისა ან/და სქესობრივი ცხოვრების პრობლემებზე საუბრისას. „კლივლენდის კლინიკამ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარა გამოკითხვა 17-დან 70 წლმადე მამაკაცებში და აღმოჩნდა, რომ 40%-ზე ოდნავ მეტი მხოლოდ მაშინ მიდის ექიმთან, როდესაც თვლის, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. საქართველოში, ზოგიერთ ოჯახში, მამაკაცის სქესობრივ ჯანმრთელობას დღემდე ტაბუ ადევს, მაშინ როცა მამაკაცების ჯანმრთელობა დიდ ყურადღებას მოითხოვს.  უხერხულობა იქმნება სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პროდუქტების შეძენისასაც აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ ეს საკითხები საკმაოდ დელიკატური და სენსიტიურია მამაკაცებისთვის.

Mens.ge – სივრცე მამაკაცებისთვის

Mens.ge-ის მიზანია მამაკაცების ჯანმრთელობა გახადოს უფრო აქტუალური, სამკურნალო საშუალებები კი უფრო ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, რომ ღიად ვისაუბროთ იმაზე, რაც გვაწუხებს, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, კანზე, თმაზე და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისოდ აღიარებულ, სერტიფიცირებულ და ექსკლუზიურ პროდუქციას. Mens.ge არ არის მხოლოდ პლატფორმა, სადაც კონკრეტულ პროდუქციას შეიძენთ, ჩვენ დაგეხმარებით მიიღოთ მეტი ცოდნა და კვალიფიციური, სანდო ინფორმაცია თქვენს ჯანმრთელობასა და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. 

არსებულ პროდუქტებთან ერთად, Mens.ge აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს სქესობრივი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის ინოვაციური საშუალებები.  თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით თქვენთვის საჭირო სიახლეებს.

სქესობრივი ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებებზე კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს Mens.ge Facebook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე – 032 2 50 00 85.

ტეგები: , ,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to Top