Menu
მთავარი
პროდუქცია
კაბინეტი
Sidebar

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა?

აპრილი 28, 2022
კომენტარები არ არის
თმის ცვენა . მინოქსიდილი . Minoxidil

ოდესმე შეგიმჩნევიათ სავარცხელზე ან ბალიშზე დარჩენილი ნორმაზე მეტი თმა? ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის თანახმად, დღეში 50-100 ღერამდე თმის ცვენა სავსებით ნორმალურია, რადგან ცვენა თმის ბუნებრივი, მრავალფაზიანი ზრდის ციკლის ნაწილია. თუმცა, თუ თქვენ ყოველდღიურად აჭარბებთ ამ რაოდენობას, მაშინ, შესაძლოა ეს ნიშანია იმისა, რომ სამედიცინო დახმარებას საჭიროებთ.

თმის ცვენას მრავალი მიზეზი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებში თმის ცვენის უმეტესობა გამოწვეულია ანდროგენული ალოპეციით (ასევე მოიხსენიება, როგორც მამაკაცური სახეობის თმის ცვენა), ალოპეციის სხვა ფორმებმაც შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი ხასიათის თმის ცვენა.

ამ ბლოგში გაგაცნობთ ალოპეციის სხვადასხვა სახეობებს, მათ სიმპტომებს და, ასევე, შემოგთავაზებთ მკურნალობის ვარიანტებს.ხეობებს, მათ სიმპტომებს და, ასევე, შემოგთავაზებთ მკურნალობის ვარიანტებს.

ანდროგენული ალოპეცია – მამაკაცური სახეობის თმის ცვენა

ანდროგენული ალოპეცია, რომელიც გამოწვეულია გენეტიკური და ჰორმონალური ფაქტორების კომბინაციით, თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ტიპია მამაკაცებში. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, დაახლოებით 50 მილიონი მამაკაცი განიცდის ამ პრობლემას. სამედიცინო პლატფორმა AMBOSS-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 70 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების 70%-ს აღენიშნება ანდროგენული ალოპეცია. ზოგიერთ რასას აქვს თმის ცვენის უფრო მაღალი მაჩვენებელი სხვებთან შედარებით. ყველა ეთნიკურ ჯგუფს შორის ანდროგენული ალოპეციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი კავკასიელებს აქვთ.

თუ თქვენ გაწუხებთ ანდროგენული ალოპეცია, დიდი ალბათობით, შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:

  • ეტაპობრივი თმის ცვენა, რომელიც თმას აძლევს “M” ფორმას.
  • მნიშვნელოვანი თმის ცვენა, რომელიც თავის უკანა მხარეს და გვერდებზე “U” ფორმას ქმნის.

ამ ტიპის თმის ცვენა გამოწვეულია გენეტიკური მგრძნობელობით ჰორმონის მიმართ, რომელსაც ეწოდება დიჰიდროტესტოსტერონი (DHT).

DHT შეიძლება დაუკავშირდეს რეცეპტორებს თქვენს სკალპში და დააზიანოს თმის ფოლიკულები. დროთა განმავლობაში, ეს დაზიანება ხელს უშლის თმის ფოლიკულებს ახალი თმების წარმოქმნაში.

ჩვეულებრივ, ანდროგენული ალოპეციის შედეგად თმის ცვენა მუდმივია. თუმცა, მისი ადრეული მკურნალობა დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ თმა, რომელიც ჯერ კიდევ გაქვთ, შეაჩეროთ შემდგომი თმის ცვენა და გააძლიეროთ და გააუმჯობესოთ იგი.

ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა მოიცავს:

მინოქსიდილი

ეს არის თავზე წასასმელი პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს და ხშირად, აუმჯობესებს არსებული თმის ზრდას. თანმიმდევრული, გრძელვადიანი შედეგებისთვის, ფინასტერიდის მსგავსად, მინოქსიდილიც უნდა იქნას გამოყენებული ყოველდღე. მას კარგი შედეგები აქვს თმის ცვენის შეჩერების მხრივ, მინოქსიდილი აჯანსაღებს, ასქელებს და ნორმალურ ფორმას უბრუნებს რეცესიულ თმის ღერებს, ამიტომ, თმა უფრო მეტი და მოცულობითი ჩანს. ხშირად, მიიჩენვა რომ მინოქსიდილს ახალი თმა ამოყავს, თუმცა, ეს არ შეესაბამება რეალობას, მკვდარ ფოლიკულს მხოლოდ გადანერგვა შველის.

Minoxidil მინოქსიდილი 5% Kirkland

მინოქსიდილი ეფექტურია მოხმარებლების დაახლოებით 80%-ში. გასათვალისწინებელია, რომ მინოქსიდილის გამოყენებიდან მყისიერად ან გარკვეული პერიოდის შემდეგ (3-4 თვე), მომხმარებელთა ნაწილს აღენიშნება ალერგიული დერმატიტი, თავზე კანის გაღიზიანება, რაც შესაძლოა იყოს მკურნალობის დაწყებამდე სებორეული პრობლემების ბრალი, ამიტომ, უმჯობესია მკურნალობის დაწყებამდე, პროფესიონალ ტრიქოლოგთან კონსულტაციის გავლა და ამ პრობლემის გამორიცხვა ან მკურნალობა. გაღიზიანება ხშირად გამოწვეულია მინოქსიდილის პრეპარატებში შემავალი ნივთიერება ალკოჰოლით ან propylene glycol-ით, ასეთ შემთხვევებში, ხშირად ტრიქოლოგები პაციენტებს უნიშნავენ “სტეროიდულ მალამოებს” და მხოლოდ კანის გაღიზიანების მორჩენის შემთხვევაში გრძელდება მინოქსიდილით მკურნალობა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მინოქსიდილი მაინც აღიზიანებს კანს, ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია მინოქსიდილით მკურნალობის შეწყვეტა. თუმცა, მსგავსი პრობლემა აწუხებს მომხმარებლების მხოლოდ 10-20%-ს.

ფინასტერიდი

ეს მედიკამენტი ხელს უშლის თქვენს ორგანიზმს ტესტოსტერონის DHT-ად გარდაქმნაში. უფრო კონკრეტულად, ფინასტერიდი არის 5α-რედუქტაზას ინჰიბიტორი. ფერმენტის ინჰიბირებით, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის DHT-ად, ფინასტერიდი ამცირებს თქვენს სისხლში არსებული DHT-ის რაოდენობას, რაც ნიშნავს, რომ ნაკლებად ზიანდება თმაც. კლინიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ფინასტერიდი DHT დონეს დაახლოებით 70%-ით ამცირებს. ის ძალზე ეფექტურია თმის ცვენის პრევენციისთვის, მაგრამ თქვენი თმის შესანარჩუნებლად და შემდგომი ცვენის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მისი ყოველდღიური გამოყენება. თუმცა, DHT-ის დაბლოკვასთან ერთად, ლოგიკური ვარაუდია, რომ ფინასტერიდი ასევე ბლოკავს თავისუფალ ტესტოსტერონს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცის ლიბიდოსთვის და ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრებისთვის, ამიტომ მამაკაცების უმრავლესობა უარს ამბობს ფინასტერიდით მკურნალობაზე.

ბეტასიტოსტეროლი

ფინასტერიდის უფრო ბუნებრივი ალტერნატივაა და მას არ აქვს უარყოფითი გავლენა მამაკაცის ლიბიდოზე, თუმცა, მისი ეფექტურობაც შედარებით ნაკლებია. გამოიყენება მინოქსიდილთან ან სხვა თერაპიასთან კომბინაციაში უკეთესი შედეგის მისაღწევად.

პრაქტიკის მიხედვით, მინოქსიდილის გამოყენება სხვა შემავსებელ საშუალებებთან ერთად არის ყველაზე ეფექტური, განსაკუთრებით, როცა საქმე ანდროგენულ ალოპეციას ეხება.

2015 წელს ჟურნალში, “Dermatologic Therapy”, გამოქვეყნებულ კვლევაში, თმის ცვენის მქონე მამაკაცების 94,1%-მა, რომლებიც ერთად იყენებდნენ მინოქსიდილსა და ფინასტერიდს 12 თვის განმავლობაში, აჩვენა გაუმჯობესებები მამაკაცური სახეობის თმის ცვენის სიმპტომების მიმართ.

ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა ასევე შესაძლებელია ქირურგიული პროცედურების საშუალებით, როგორიცაა თმის გადანერგვის ოპერაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი შედეგი.

ბუდობრივი ალოპეცია

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბუდობრივი ალოპეცია, სავარაუდოდ, ავტოიმუნური მდგომარეობაა, რომლის დროსაც, იმუნური სისტემა აზიანებს თმის ფოლიკულებს, რაც იწვევს თმის ცვენას მცირე ნაწილებად.

ის ძირითადად აზიანებს სკალპს, მაგრამ შეიძლება ასევე გავლენა მოახდინოს წვერზე, წარბებსა და სხეულის თმაზე.

ბუდობრივი ალოპეციის სიმპტომებია:

  • თმის ცვენა მრგვალი ლაქებით. ეს ლაქები, როგორც წესი, მცირე ზომისაა და აქვს ატმისფერი შეფერილობა.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, მთლიანი თმის ცვენა, რომელიც ვითარდება პირველი სიმპტომებიდან ექვს თვეში.

ამჟამად ბუდობრივი ალოპეციის განკურნება შეუძლებელია, თუმცა, ზოგიერთმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ანთების შეზღუდვას და დაგეხმაროთ თმის ხელახლა ზრდაში ალოპეციით დაზარალებულ ადგილებში:

კორტიკოსტეროიდები – კორტიკოსტეროიდებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას და ცვლიან თქვენს იმუნურ სისტემას, ხშირად იყენებენ ბუდობრივი ალოპეციის სამკურნალოდ. ეს მედიკამენტები შეიძლება შეიყვანოთ დაზიანებულ კანში, ან მიიღოთ პერორალურად, აბების სახით.

ანტრალინი – ეს პრეპარატი გამოიყენება პირდაპირ კანის უბნებზე, რომლებიც დაზიანებულია ალოპეციით, შემდეგ ჩამოირეცხება კანიდან 30-60 წუთის შემდეგ. მას ფსორიაზის სამკურნალოდაც მოიხმარენ.

მინოქსიდილი – მინოქსიდილმა შეიძლება გაააქტიუროს თმის ზრდა სკალპზე, წარბებზე და სხვა უბნებზე, რომლებიც დაზიანებულია ალოპეციით. მინოქსიდილი ხშირად გამოიყენება ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან და სხვა მედიკამენტებთან ერთად თმის ცვენის ამ ფორმის სამკურნალოდ.

ტელოგენური ალოპეცია – ტელოგენ ეფლუვიუმი

თმის ცვენა

თმის ცვენის ფორმა, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ტრავმით, ფსიქოლოგიური სტრესით ან სხვა სახის მოულოდნელი შოკითა და ცვლილებებით. ამ დროს თქვენ შეამჩნევთ დიფუზურ ცვენას და თმის გათხელებას. თმის ცვენის ამ ფორმის მქონე ადამიანები საშუალოდ თმის 50%-ზე მეტს კარგავენ.

ტელოგენ ეფლუვიუმი ჩვეულებრივ უმჯობესდება თავისით, რამდენიმე თვის განმავლობაში. როდესაც ეს გამოწვეულია სტრესით, შფოთვით ან მედიკამენტებით, თქვენი ჩვევების შეცვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცვენის შემცირებასა და თმის ზრდის გაუმჯობესებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ტელოგენური ალოპეციის ეფექტებზე კვლევები შეზღუდულია, მინოქსიდილს შეუძლია ხელი შეუწყოს ტელოგენ ეფლუვიუმის გამო ჩამოცვენილი თმის ხელახლა ზრდას.

ტრაქციული ალოპეცია

თმის ცვენის ეს სახეობა გამოწვეულია თმის ძირების უწყვეტი დაჭიმულობით. ეს ყველაზე გავრცელებულია ადამიანებში, რომლებიც ატარებენ დრედებს და მსგავს ვარცხნილობებს.

როდესაც დაავადება მკურნალობს ადრეულ სტადიაზეა, ტრაქციული ალოპეციის შედეგად თმის ცვენა ჩვეულებრივ შექცევადია. თუმცა, ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურები და თმის მუდმივი ცვენაც.

ტრაქციული ალოპეციის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. ადრეული სტადიის ტრაქციული ალოპეცია ხშირად განკურნებადია თმაზე ზეწოლის შემცირებითა და ვარცხნილობის შეცვლით.

ქრონიკული ტრაქციული ალოპეციის მკურნალობა ჩვეულებრივ უფრო რთულია. მაგრამ, კვლევებმა აჩვენა, რომ მინოქსიდილი შეიძლება ეფექტური იყოს ამ შემთხვევაშიც.

თავის ქალის სოკო – თინეა კაპიტი

თინეა კაპიტი არის სოკოვანი ინფექცია, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს სკალპზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფექციამ შეიძლება შეაღწიოს თმის ფოლიკულებსა და თმის ღეროებში, რაც გამოიწვევს თმის ცვენას.

თინეა კაპიტისგან თმის ცვენა დროებითია. თუმცა, როდესაც ინფექცია იწვევს ანთებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს თმის მუდმივი ცვენა. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გავრცელდეს სკალპიდან სხვა თმებზეც, მათ შორის წარბებსა და წამწამებზე.

როგორც სოკოვანი ინფექცია, თინეა კაპიტს ჩვეულებრივ მკურნალობენ პერორალური სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით, როგორიცაა გრიზეოფულვინი, იტრაკონაზოლი და ფლუკონაზოლი.

ზოგჯერ მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სოკოს საწინააღმდეგო შამპუნებსაც. ამ ტიპის ინფექციის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 4-დან 8 კვირამდე.

მკურნალობის ყველაზე ეფექტური საშუალებები

საქართველოში თმის ცვენის საწინააღდმეგო უამრავი შამპუნი და პრეპარატი არსებობს, მაგრამ, სამკურნალო პროდუქტის არჩევამდე აუცილებელია პროფესიონალური კონსულტაციის გავლა და თმის ცვენისა თუ შეთხელების მიზეზის დაგენა. Mens.ge დაგეხმარებათ მიიღოთ მეტი ცოდნა და კვალიფიციური, სანდო ინფორმაცია თქვენი პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. 

ამჟამად, მამაკაცური სახეობის თმის ცვენის განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა მინოქსიდილი ან ბეტასიტოსტეროლი, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, პოტენციურად აღადგინოთ თმის ის ნაწილი, რომელთა ფოლიკულებიც ჯერ კიდევ ცოცხალია. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა დაიწყოთ რაც შეიძლება ადრე. სწრაფი მოქმედებით, შეძლებთ აკონტროლოთ DHT-ის რაოდენობა თქვენს სხეულში და შეზღუდოთ თმის ფოლიკულების შემდგომი დაზიანება.

არსებულ პროდუქტებთან ერთად, Mens.ge აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს მომავალში ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს თმის ცვენისა და თავის მოვლის ინოვაციური საშუალებები.  თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს და გაეცანით თქვენთვის საჭირო სიახლეებს.

თმის ცვენისა და თავის მოვლის საშუალებებზე კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე – 032 2 50 00 85.

ტეგები: , ,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to Top